რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს და როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა?

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პრობლემაგანსაკუთრებულად აქტუალურია თანამედროვეონკოლოგიაში. საქართველოს კიბოსპოპულაციური რეგისტრის 2015 წლისმონაცემებით, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანისიმსივნეები ქალებში სიხშირით, ძუძუს კიბოსშემდეგ, მეორე ადგილზეა. ასევე, ხშირია კანის კიბოს შემთხვევებიც, რომლის დიაგნოსტიკაცრთული არ არის და ადრეულ სტადიაზე განკურნებადია.

მიუხედავად ამისა, პაციენტები ხშირ შემთხვევაშიმხოლოდ მაშინ იწყებენ გამოკვლევებზე ფიქრს, როცა დაავადება მწვავე სტადიაში გადადის.

რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთექიმს და რა უპირატესობა აქვს თავ–კისრის ონკოდაავადებების მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობას, ამ საკითხებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის თავ–კისრის ქირურგიის განყოფილებისხელმძღვანელი გიორგი ქრისტესაშვილი გვესაუბრება.

– მომართვიანობის თვალსაზრისით, რომელისიმსივნეები ჭარბობს თავ-კისრის პათოლოგიებში?

– თავ–კისრის სეგმენტში ყველაზე ხშირია ფარისებრიჯირკვლისა და კანის ავთვისებიანი სიმსივნეები. ასევე, ხშირად გვხვდება ყბაყურა ჯირკვლის, ცხვირ–ხახის, ხორხისა და ტუჩის ონკოლოგიურიპათოლოგიები.
ქალბატონებში განსაკუთრებით ხშირია ფარისებრიჯირკვლის სიმსივნე და ის ძუძუს კიბოს შემდეგმეორე ადგილს იკავებს. ამასთანავე, მატულობს დაავადების ინციდენტობა. თუ წლების წინათ ისხუთეულშიც ვერ ხვდებოდა, დღეს მეორეადგილზეა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლიდანამოქმედებულია ფარისებრი ჯირკვლის კიბოსსკრინინგის პროგრამა. პაციენტები სწორედ ამსაშუალებით გადიან პირველად დიაგნოსტიკას. ჩვენთან მოსული პაციენტების უმეტესობასგავლილი აქვს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა.

– რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლისკიბოს და რამდენად იოლია მისი მკურნალობა?

– ფარისებრი ჯირკვლის  საწყის სტადიაზე  პაციენტსკონკრეტული ჩივილები შესაძლოა, არ ჰქონდეს, მაგრამ როცა ძირითადი კერა ზომაში მატულობსდა კანზე მისი პალპირება ხდება, თუ ის აწვებატრაქეას ან საყლაპავს, უკვე შეიძლება გაჩნდესდისფაგეა, ანუ უცხო სხეულის შეგრძნება ყლაპვისდროს, ასევე, ვითარდება კვანძები კისრის არეში. საწყის სტადიაზე მისი დიაგნოსტიკა პრაქტიკულადშეუძლებელია.
ეს არის დაავადება, რომელიც, თუ 55 წლამდეა დიაგნოსტირებული და თუ, რა თქმა უნდა, არ არისმეტასტაზები, მიიჩნევა, რომ I-II სტადიაა. ესმეტყველებს იმაზე, რომ ამ სიმსივნის ბიოლოგიურიაქტივობა ძალიან მაღალი არ არის და საწყისსტადიაზე განკურნებადია.

– როგორია მისი მკურნალობის მეთოდები?

– მკურნალობის დროს, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ოპერაციულ ჩარევას ენიჭება. იმ შემთხვევაში, თუ ფარისებრი ჯირკვალის კიბო ლოკალიზებულია ჯირკვალის ფარგლებში, კეთდება სრული თირეოიდექტომია ( ფარისებრი ჯირკვალი ამოიკვეთება სრულად ), პრე და პარატრაქეალური ლიმფოდისექციით ( ამოიკვეთება პირველი რიგის რეგიონალური ლიმფური კვანძები ). კისრის ღრმა ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანების შემთხვევაში ოპერაციული ჩარევის მასშტაბი ფართოვდება, კეთდება სრული თირეოიდექტომია კისრის ლიმფოდისექციით. პოსტოპერაციულ პერიოდში აუცილებელია ბირთვული რედიოლოგის კონსულტაცია – რადიაოაქტიული იოდით აბლაციის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ასევე აუცილებელია ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა. საკონტროლო კვლევებს პაციენტი საჭიროებს სამ თვეში ერთხელ პირველი ორი წლის მანძილზე და ექვს თვეში ერთხელ შემდგომი სამი წლის მანძილზე.

– როგორ ხდება კანის სიმსივნეების დიაგნოსტიკა?ალბათ, ამ შემთხვევაში სიმპტომატიკა ადვილად შესამჩნევია.

– რაც შეეხება კანის სიმსივნეებს, მომართვიანობის მხრივ, ზოგჯერ ის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს უსწრებს. კანის სიმსივნეების დიაგნოსტიკა არის ძალიან მარტივი, ყოველ შემთხვევაში, ეჭვის მიტანა ადვილია. ამისთვის საკმარისია მინიმალური ინფორმაცია.

თუ პაციენტი ამჩნევს, რომ მას სხეულზე აქვს რაიმე ახალი წარმონაქმნი, რომელმაც, ვთქვათ, ზომაშიმოიმატა, ან შეფერილობა შეიცვალა, აქვს უსწორმასწორო ფორმა ან ფიქსირდება გამონადენი სისველის სახით და იკეთებს ფუფხს, ეს უკვეჩვენებაა, რომ ადამიანმა მიმართოს ექიმს.

ტრაგედიაა, როცა ასეთი ნოზოლოგიით პაციენტები მოგვმართავენ დაგვიანებით, მე-3, მე-4 სტადიაზე. კანის სიმსივნეები, ბრტყელი და ბაზალურუჯრედოვანი პათოლოგიებიც განკურნებადია. მაგალითად,ბაზალურუჯრედოვანი კიბო, რომელიც არ მეტასტაზირებს. მას უბრალოდ ახასიათებს კანის ადგილობრივი დესტრუქცია. შესაბამისად, დროული მიმართვის შემთხვევაში ის განკურნებადია.

მკურნალობის მეთოდებში, საერთაშორისო გაიდლაინებით, პრიორიტეტულია ოპერაციული მკურნალობა, ხოლო ალტერნატიულ ვარიანტად სხივური თერაპია განიხილება. აბსოლუტურად ცალკე საკითხია მელანომები, რომელიც გაცილებით აგრესიული სიმსივნეა და მის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია. ასეთის შემთხვევაში, ფაქტობრივად, დაუშვებელია ბიოფსია, რადგან მექანიკური ტრავმირება დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაშიც წინა პლანზეა ოპერაციული მკურნალობა, რომლის მასშტაბიც დამოკიდებულია გავრცელებაზე.

ასევე, საკმაოდ ხშირია ცხვირ-ხახის სიმსივნეები. ამ დროს პირველ ეტაპზე ერთვება ქიმიო-სხივური თერაპია.

– ასეთი დაავადებების შემთხვევაში რა პროფილის სპეციალისტების ჩარევაა საჭირო და რამდენად მნიშვნელოვანია პათოლოგიებისადმი მრავალპროფილური მიდგომა?

– ჩემი პოზიციაა, რომ  ონკოლოგიურ პაციენტს უნდა კურირებდეს მხოლოდ მრავალპროფილური კლინიკა. არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ბანალური ყურის ტკივილით პაციენტი მიდის ოტორინოლარინგოლოგთან და ეს ლოგიკურია, თუმცა ტკივილის მიზეზი შესაძლოა, აღმოჩნდეს ხახის სიმსივნე. ასევეა ხმის ტემბრის შეცვლის ხანგრძლივი ანამნეზის დროსაც, როცა მიზეზი შესაძლოა აღმოჩნდეს ხორხის კიბო, მარცხენა ფუძის ზედა წილის კიბო ან პათოლოგია შუა საყარში, ამიტომ მრავალპროფილურ კლინიკაში პაციენტი დაზღვეულია გაუგებრობებისგან.

ჩვენს კლინიკაში კეთდება ყველა ის ოპერაცია, რომელსაც თავ-კისრის ქირურგია მოიცავს, იქნება ეს ფარისებრი ჯირკვლის, ხორხის, ზედა და ქვედა ყბის თუ კანის ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევა, ასევე, ყბაყურა ჯირკვლის კიბო. ყველა გამოწვევას, რაც ამ მიმართულებითაა, ჩვენ მაღალი ხარისხით ვპასუხობთ.

პაციენტებს ვთავაზობთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სერვისს. იგულისხმება ულტრაბგერითი კვლევა, თუ საჭიროა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია. გარდა ამისა, გვაქვს გამართული მორფოლოგიური დეპარტამენტი, მაღალი დონის ლაბორატორია და გვყავს ძალიან ძლიერი სპეციალისტები.

– რა არის თოდუას კლინიკის ყველაზე დიდი უპირატესობა ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში?

– ჩვენი კლინიკის ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ არის მრავალპროფილური. აქპაციენტს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს კომბინირებული მკურნალობა. აქ არის ის კომფორტი, რომ სხვადასხვა ეტაპზე, საჭიროებიდან გამომდინარე, პაციენტს ვთავაზობთ შესაბამის მკურნალობას.

აღვნიშნავ, რომ წარმოუდგენელია, ონკოლოგიური ოპერაცია ჩატარდეს ექსპრეს ჰისტოლოგიის გარეშე. სამწუხაროდ, ბევრ კლინიკაში დღემდე ასეა, რაც დაუშვებელია ჩვენს კლინიკაში. ექსპრეს ჰისტოლოგია რიგ შემთხვევებში აუცილებელია  ოპერაციის საბოლოო მასშტაბის განსაზღვრისთვისდა მის გარეშე ოპერაციები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ტარდებოდეს.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი  და სასიამოვნო ჩემთვის, როგორც ამ კლინიკის ექიმისთვის, არის ის, რომ ჩვენთან არის საერთაშორისო რეკომენდაციულ მეთოდებზე დაყრდნობით მიღებული შიდა გაიდლაინები. ფაქტობრივად, თითოეული პაციენტი გადის ე.წ. ტუმორბორდს, სადაც გუნდურად ხდება მისი მდგომარეობის განხილვა და მკურნალობის დაგეგმვა. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ექიმიცა და პაციენტიც დაზღვეულია მთელი რიგი გაუგებრობებისგან.  სწორედ გუნდურობის პრინციპი უზრუნველყოფს მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*